თავში

NASA-მ მარსზე ორგანული ნაერთები აღმოაჩინა

NASA-მ მარსზე ორგანული ნაერთები აღმოაჩინა
NASA-მ მარსზე ორგანული ნაერთები აღმოაჩინა

NASA-ს როვერმა, Perseverance-მა, მარსის ზოგიერთი კრატერის ფსკერზე ნახშირბადის შემცველი ორგანული ქიმიკატები აღმოაჩინა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Space წერს.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ორგანული ნივთიერებები შეიძლება წარმოიქმნას როგორც ბიოლოგიურად, ასევე არაბიოლოგიურად. თუმცა, საუბარი არ არის მარსზე სიცოცხლის აღმოჩენაზე.

ორგანული ნივთიერებები ზოგიერთ ქანების შიგნით აღმოაჩინეს, გარდა ამისა ქანების ზედაპირზე ნაპოვნია მტვრის ნაწილაკებიც. 

აღსანიშნავია, რომ ორგანული ნივთიერებები მარსზე Curiosity-ის როვერმაც აღმოაჩინა, თუმცა Perseverance-ის მიერ მოპოვებული მასალა ქანების შიგნით ორგანული ნივთიერების რუკის შედგენის შესაძლებლობას იძლევა.

ქანების PIXL-ის ანალიზმა დიდი რაოდენობით ოლივინის კრისტალებს პიროქსენის კრისტალებთან ერთად მიაკვლია. ეს ტექსტურა მიუთითებს იმაზე, რომ კრისტალები  გაცივებულ მაგმაში ნელ-ნელა იზრდებოდნენ და ყალიბდებოდნენ. რის შემდეგაც ქვები  წყლის მოქმედებას ექვემდებარებოდა. აღნიშნული მონაცემები მეცნიერებს საშუალებას მისცემს მარსზე წყლის არსებობის პერიოდი და პლანეტის ადრეული ისტორია უკეთ შეისწავლონ.

ორგანული ქიმიკატების ნიმუშებს დედამიწაზე 2031 წელს ჩამოიტანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system