თავში

NASA მთვარეზე წყლის საძებნელად რობოტს გააგზავნის - VIDEO

NASA მთვარეზე წყლის საძებნელად რობოტს გააგზავნის
NASA მთვარეზე წყლის საძებნელად რობოტს გააგზავნის - VIDEO

NASA მთვარეზე წყლის საძებნელად რობოტს, VIPER-ს გაუშვებს. მექანიზმი გოლფის მანქანის ზომისაა. ის თანამგზავრზე 2022 წელს გაეგზავრება და ნიადაგურ პირობებზე ინფორმაციას ის 100 დღის განმავლობაში შეაგროვებს. შედეგად ამერიკის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე წყლის რესურსების რუქას შეადგენს.

ინჟინრებმა წყლის მძებნელი რობოტი ერთმეტრიანი ბურღითა და ნეიტრონის სპექტომეტრით აღჭურვეს. მისი საშუალებით მექანიზმს ჰიდროგენის აღმოჩენა შეუძლია. მიღებული ინფორმაციის საშუალებით მეცნიერები შესაძლო ნიადაგქვეშა დინებებსაც აღმოაჩენენ.

„მთვარეზე წყლის არსებობა 10 წლის წინ დავადასტურეთ. ახლა ერთი კითხვა რჩება - რა რაოდენობის რესურსია თანამგზავრზე და შესაძლებელი იქნება თუ არა მისი საშუალებით იქ ჟანგბადის შექმნა. VIPER დაგვეხმარება მივიღოთ უფრო ცხადი სურათი მთვარიდან. იმედი გვაქვს, რომ 100 დღიანი მისიის შემდეგ გვექნება ინფორმაცია თუ ზუსტად სად და რა რაოდენობის წყალია მთვარეზე“, - განაცხადა დენიელ ენდრიუსმა, რომელიც NASA-ში VIPER-ის მისიას ხელმძღვანელობს.

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე ყინული 2009 წელს აღმოაჩნია. ამისათვის მათ რაკეტა ერთ-ერთ კრატერს შეაჯახეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის თანამგზავრზე მილიონობით ტონა გაყინული წყალია. NASA აცხადებს, რომ მისი მიზანი მთვარესა და მარსზე „ადამიანების დიდი ხნით გასაჩერებლად საჭირო გარემო-პირობების შექმნაა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system