თავში

NASA მზის სისტემის მიღმა "ახალ დედამიწას" ეძებს

​NASA მზის სისტემის მიღმა "ახალ დედამიწას" ეძებს
NASA მზის სისტემის მიღმა ახალ დედამიწას ეძებს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ტელესკოპის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც მზის სისტემის მიღმა „ახალი დედამიწა“ უნდა მოძებნოს.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორის, სკოტ გაუდის თქმით, ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობისა და მასშტაბის ზრდამ კაცობრიობისთვის ახალი საცხოვრებლის პოვნა დღის წესრიგში დააყენა. ამ მიზნით, NASA-მ წარმოადგინა ტელესკოპის იდეა, რომლის მიზანიც ექსოპლანეტების (მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები) აღმოჩენა და შესწავლა იქნება.

„ჩვენი მიზანია ვიპოვოთ პლანეტა, რომელიც დედამიწას ჰგავს - სადაც სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი. ჩვენ უკვე დიდი ხანია მოვახდინეთ რამდენიმე პლანეტის იდენტიფიცირება, თუმცა ამ დრომდე არ აღმოგვიჩენია ადამიანის საცხოვრებლად შესაფერისი გარემო. მისია HabEx არის კვლევების შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი“,- განაცხადა სკოტ გაუდიმ.

HabEx კოსმოსში განათავსებს ტელესკოპს, რომელიც აღჭურვილი იქნება სარკეებითა და სხივებისგან დამცავი ფირებით. ასეთი ფორმა ტელესკოპს ახლომდებარე ვარსკვლავების სინათლეს აარიდებს და მხედველობის არეალს გაუზრდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system