თავში

NASA-ს ასტრონავტები დღეს ღია კოსმოსში გავლენ

NASA-ს ასტრონავტები დღეს ღია კოსმოსში გავლენ
NASA-ს ასტრონავტები დღეს ღია კოსმოსში გავლენ

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA)  ასტრონავტები ტომ მარშბერნი და კეილა ბარონი დღეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში გავლენ. შესაბამისი განცხადება NASA-ს Twitter-ზე გამოქვეყნდა.

მისიის მიზანი  საერთაშორისო კოსმოსური სადგურის  გაუმართავი ანტენის შეცვლაა. ანტენამ ახლახან დაკარგა ხმის და მონაცემების გადაცემის უნარი. ასტრონავტები მას სათადარიგო ანტენით ჩაანაცვლებენ.

სავარაუდოდ, კოსმოსში ასტრონავტების გასეირნება 6,5 საათი გაგრძელდება. ეს მარშბერნისთვის მეხუთე გასეირნებაა, ხოლო ბერონისთვის  პირველი.

ონლაინ ტრანსლაციის ნახვა NASA-სYouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system