თავში

NASA-ს მარსმავალი ეკონომ რეჟიმზე გადავიდა

NASA-ს მარსმავალი ეკონომ რეჟიმზე გადავიდა
NASA-ს მარსმავალი ეკონომ რეჟიმზე გადავიდა

NASA-ს მარსის კვლევითი აპარატი, InSight,  მტვრის ქარიშხლის გამო, ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიურ რეჟიმზე გადავიდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს. 

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ინფორმაციით, ზონდი ეკონომიურ რეჟიმზე 7 იანვარს გადავიდა. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მტვრის ქარიშხლის გამო, მოწყობილობის მზის პანელებს მზის ნაკლები შუქი ხვდება. 

ეკონომიურ რეჟიმში მუშაობისას InSight  ენერგიას მხოლოდ მისი ძირითადი ფუნქციებისთვის გამოიყენებს.

აშშ-ის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას InSight-ის მუშაობა სრულად განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system