თავში

NASA-ში ასტრონავტების დეფიციტია

NASA-ში ასტრონავტების დეფიციტია
NASA-ში ასტრონავტების დეფიციტია

NASA-ს კვლევითი კომიტეტის ახალი ანგარიშის თანახმად, სააგენტოს მომავალი მასშტაბური კოსმოსური მისიების განსახორციელებლად საკმარისი რაოდენობის ასტრონავტები არ ჰყავს. Report.ge-ს ცნობით, შესაბამის ინფორმაციას Space ავრცელებს. 

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევითი კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს ახლა მხოლოდ 44 ასტრონავტი ჰყავს, რაც ყველაზე მცირეა 1970-იანი წლების შემდეგ. ასტრონავტების ყველაზე დიდი რაოდენობა 2000 წელს დაფიქსირდა  - 150 ადამიანი, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე პენსიაზე გავიდა ან სხვა მისიაშია ჩართული. 

NASA-ს  მასშტაბური მთვარის მისიის, „არტემისის“ დაწყებას ითვალისწინებს. კვლევითი კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სააგენტომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ახალი ასტრონავტების მოსამზადებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მთვარის მისია ვერ განხორციელდება.  

ასტრონავტის მომზადებისთვის მინიმუმ 2 წელია საჭირო, ფრენისთვის  მზადდება კი 1-დან 2 წლამდე გრძელდება.

იმის მიუხედავად, რომ NASA-მ "არტემისის" მისიისთვის 18 ასტრონავტი უკვე შეარჩია, შესაძლოა, 2024 წლამდე, მთვარეზე ფრენისთვის მათი მომზადება ვერ მოასწროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system