თავში

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის

მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი მისტიკოსი და წინასწარმეტყველი მიშელ დე ნოტრდაი, რომელიც ნოსტრადამუსის ფსევდონიმითაა ცნობილი, აქტუალობას 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს. 

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით,  2022 წელს ბუნებიდან მომდინარე საფრთხე კატაკლიზმები იქნება, ადამიანისგან კი - ომები და კონფლიქტები. 

ფრანგი მისტიკოსი ვარაუდობს , რომ 2022 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდება, რომლის შედეგები გავლენას მოახდენს მთელ კონტინენტზე.  ის არც ჰუმანიტარულ კატასტროფას გამორიცხავს.

ნოსტრადამუსი კაცობრიობას პოზიტიური ცვლილებებსაც პროგნოზირებს.  ადამიანებისთვის „სამაშველო ჯოხი“, მისი აზრით,  მუდმივად განვითარებულ სუპერ ტექნოლოგიებშია. ნოსტრადამუსის ვარაუდით,  2022 წელს ტექნოლოგიები განვითარების განსაკუთრებულ მწვერვალს მიაღწევს. ასევე, 2022 წლისთვის  ფრანგმა მეცნიერმა იწინასწარმეტყველა ახალგაზრდობის ელექსირის გამოგონება, რომელიც თავიდან ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება, მაგრამ დადგება დრო და ის მასობრივად გავრცელდება.

ბევრი თვლის, რომ ფრანგმა მისტიკოსმა 1666 წელს ლონდონის დიდი ხანძარი, 1933 წელს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა და ნიუ-იორკის 2001 წლის ტერაქტი იწინასწარმეტყველა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system