თავში

ოკეანის სიღრმეში შემზარავი არსება აღმოაჩინეს

ოკეანის სიღრმეში შემზარავი არსება აღმოაჩინეს
ოკეანის სიღრმეში შემზარავი არსება აღმოაჩინეს

დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ სრულიად გამოუკვლეველი და საშიში ორგანიზმები. მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეში შემზარავი არსება აღმოაჩინეს. 

გაიცანით Ophiojura, უნიკალური ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც კბილებიანი საცეცები აქვს. 

მისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნიმუში 2011 წელს  წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ ახალი კალედონიის მახლობლად 200 კილომეტრში აღმოაჩინეს. ფრანგი მეცნიერები 500 მ სიღრმეზე ზღვის ნაპირს იკვლევდნენ, როდესაც  უცნაურ არსებას მიაკვლიეს.

ოფიოჯურა ცოტათი წააგავს რვაფეხას. მას აქვს რვა ათ სანტიმეტრიანი საცეცი, რომელთაგან თითოეული კაუჭებით  არის დაფარული.

ის შესაძლოა რელიქტური სახეობა იყოს, რომელიც  მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდა. მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავები  ზღვის ვარსკვლავია. გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი უკანასკნელი საერთო წინაპარი დაახლოებით 180 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system