თავში

"ომიკრონ" შტამი "დელტას" მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს

"ომიკრონ" შტამი "დელტას" მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს
ომიკრონ შტამი დელტას მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი "დელტას" მიმართ იმუნურ დაცვას აძლიერებს. Report.ge-ს ცნობით, შესაბამისი კვლევა სამედიცინო გამოცემა MedRxiv-ში გამოქვეყნდა. 

ანგარიშის თანახმად, კვლევაში კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირებული 15 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ვაქცინირებული მხოლოდ შვიდი იყო. მეცნიერებმა მათი ანტისხეულები "ომიკრონისა" და "დელტას" გასანეიტრალებლად გამოცადეს.

კვლევებით დამტკიცდა, რომ "ომიკრონ" შტამის განეიტრალების ეფექტურობა 14-ჯერ გაიზარდა. ამას გარდა, მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ 4,4-ჯერ გაძლიერდა "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ დაცვაც. მეცნიერთა დასკვნით, შედეგები აჩვენებს, რომ "ომიკრონის" გადატანისას "დელტა" შტამით ინფიცირების რისკი საგრძნობლად მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system