თავში

"ომიკრონ" შტამის პირველი ფოტოსურათი გამოქვეყნდა - PHOTO

"ომიკრონ" შტამის პირველი ფოტოსურათი გამოქვეყნდა
ომიკრონ შტამის პირველი ფოტოსურათი გამოქვეყნდა - PHOTO

რომის ბამბინო გესუს ბავშვთა საავადმყოფოს მეცნიერებმა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის პირველი მიკროსკოპული ფოტოები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მკვლევარებმა COVID-19-ის ახალი შტამი  "დელტა" ვარიანტს შეადარეს და აღნიშნეს, რომ "ომიკრონს" გაცილებით მრავალფეროვანი მუტაციები აქვს.

გამოცემის ცნობით, მუტაციები კონცენტრირებულია იმ უბანში, რომელიც ურთიერთქმედებს ადამიანის უჯრედებთან.

"...წითელი წერტილები მიუთითებს ძალიან მაღალი არასტაბილურობის არეებზე, ნარინჯისფერი მიუთითებს მაღალი ცვალებადობის არეებზე, ყვითელი მიუთითებს საშუალო ცვალებადობის არეებზე", - აღნიშნულია მასალაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ მუტაციების დიდი რაოდენობით არსებობა სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონი" უფრო საშიშია.

ნახეთ, რა სიმპტომები აქვს "ომიკრონს"?

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს. კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

სპეციალისტები შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა უფრო გამძლე იყოს ვაქცინების მიმართ, რომელიც ამჟამად მსოფლიოშია გავრცელებული.

კომპანია "ფაიზერი და ბიონტექი" აცხადებს, რომ მზად არიან ვაქცინის ახალი ვერსია დაახლოებით 100 დღეში შექმნან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system