თავში

"ომიკრონი" კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების რისკს სამჯერ ზრდის - მეცნიერები

​"ომიკრონი" კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების რისკს სამჯერ ზრდის - მე
ომიკრონი კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების რისკს სამჯერ ზრდის - მეცნიერები

კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდი გადატანილი აქვთ, სამჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, მათ შორის "დელტა" შტამი. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიური მოდელირებისა და ანალიზის ცენტრისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIIZ) ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მონაცემები აჩვენებს, რომ "ომიკრონის" შტამს აქვს უნარი, COVID-19-ის გადატანის შემდეგ ფორმირებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს", - აღნიშნულია კვლევაში.

მეცნიერების თქმით, წინა ვარიანტებთან შედარებით, "ომიკრონით" ინფიცირების რისკი სამჯერ დიდია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system