თავში

"ომიკრონი", სავარაუდოდ, პანდემიას დაასრულებს - ახალი კვლევა

"ომიკრონი", სავარაუდოდ, პანდემიას დაასრულებს - ახალი კვლევა
ომიკრონი, სავარაუდოდ,  პანდემიას დაასრულებს - ახალი კვლევა

ამერიკელი მეცნიერი ჰუმან ჰემატი აცხადებს, რომ ახალმა "ომიკრონ" შტამმა, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის დასასრული დააჩქაროს. ამის შესახებ მან Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ამის მიუხედავად მისი სიმპტომები შედარებით მსუბუქია, რაც საშუალებას იძლევა, რომ საზოგადოების იმუნიტეტი სიკვდილიანობის ზრდის გარეშე გაიზარდოს. 

"ჯერჯერობით, სამხრეთ აფრიკიდან მხოლოდ რამდენიმე ცნობა გვაქვს მიღებული. თუმცა, თეორიულად, თუ ვირუსის ეს ვარიანტი სერიოზულ სიმპტომებს არ იწვევს და ამავდროულად ბევრად უფრო გადამდებია, მაშინ მივიღებთ სცენარს, რომლის დროსაც მოსახლეობის დიდი პროცენტი მსუბუქი სიმპტომებით ან სულაც უსიმპტომოდ დაავადდება და ამით მათ ანტისხეულები განუვითარდებათ, რომლებიც კიდევ უფრო მომაკვდინებელი ვარიანტებისგან დაგვიცავს", - აცხადებს მეცნიერი. 

მას მიაჩნია, რომ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია, თუმცა ინფორმაციის საფუძველზე, ხელსაყრელი პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს. მისი თქმით, მსოფლიოს მაცხოვრებლების უმეტესობა შეძლებს უპრობლემოდ გადალახოს COVID-19 და გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომლებიც  ახალი მუტაციებისგან დაიცავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system