თავში

"ომიკრონის" სიმპტომები ღამით ვლინდება

"ომიკრონის" სიმპტომები ღამით ვლინდება
ომიკრონის სიმპტომები ღამით ვლინდება

ბრიტანელმა ექიმებმა "ომიკრონისათვის" დამახასიათებელი სიმპტომი გამოავლინეს, რომელიც ახალი შტამით ინფიცირებულ პირებში ღამით ვლინდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun  წერს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექიმმა, ამირ ხანმა განაცხადა, რომ ღამით ხანგრძლივი ოფლიანობა კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატიპიური სიმპტომია. ექიმის განმარტებით, ორგანიზმიდან იმდენად ჭარბი რაოდენობის ოფლი გამოყოფა რომ, შესაძლოა, ღამით ადგომა და ტანსაცმლის გამოცვლა გაგიწიოთ. 

მისი განმარტებით, "ომიკრონ" შტამს ასევე ახასიათებს ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, დაღლილობა და კუნთების ტკივილი. 

ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ როგორც წესი, "ომიკრონს" მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც, შესაძლოა, ვერც შევნიშნოთ. ამიტომ, აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებით დავაკვირდეთ და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი კორონავირუსზე ტესტირება ჩავიტაროთ.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system