თავში

"ომიკრონის" სიმპტომები ინფიცირებიდან 3 დღეში ვლინდება

"ომიკრონის" სიმპტომები ინფიცირებიდან 3 დღეში ვლინდება
ომიკრონის სიმპტომები ინფიცირებიდან 3 დღეში ვლინდება

თურქი მეცნიერების დასკვნით, კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ინკუბაციური პერიოდი სამი დღეა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას თურქული გამოცემა TRT Haber ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაპირველი, ვუჰანის შტამით ინფექციის შემთხვევაში სიმპტომები  ინფიცირებიდან ხუთი დღეში ვლინდება, დელტა შტამის შემთხვევაში კი - ოთხ დღეში.

„ამჟამინდელი მონაცემებით, ომიკრონის შტამის ინკუბაციური პერიოდი უფრო ხანმოკლეა“, - თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს წევრმა, პროფესორმა მუსტაფა ნეჯმი ილჰანმა. 

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი შემცირდა. პროფესორის განმარტებით, ახალი შტამი განსაკუთრებით საშიშია  65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.

მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს გრიპით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და მსგავსი სიმპტომების გამო, იგი ხშირად კორონავირუსში ეშლებათ. ამიტომ, ვირუსის იდენტიფიცირებისთვის, სიმპტომების გამოვლენისას  PCR ტესტირება აუცილებელია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system