თავში

"ომიკრონით" ჰოსპიტალიზაციის რისკი 80%-ით დაბალია - კვლევა

"ომიკრონით" ჰოსპიტალიზაციის რისკი 80%-ით დაბალია - კვლევა
ომიკრონით ჰოსპიტალიზაციის რისკი 80%-ით დაბალია - კვლევა

კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირებულ სამხრეთ აფრიკელებს შორის ჰოსპიტალიზაციის ალბათობა 80%-ით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა შტამით ინფიცირების შემთხვევაში. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. 

კვლევის ავტორებმა კორონავირუსით 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ინფიცირებული პირების მონაცემები, აპრილიდან ნოემბრამდე სტატისტიკას შეადარეს.

გამოცემის ცნობით, როგორც კვლევებმა აჩვენა, "ომიკრონი" "დელტა" ვარიანთან შედარებით, მძიმე დაავადების განვითარების 70%-ით ნაკლებ რისკთან ასოცირდება.

თუმცა, სამხრეთ აფრიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ მძიმე დაავადების რისკით "ომიკრონი" სხვა ვარიანტებისგან არ განსხვავდება. 

კვლევებით ასევე დადგინდა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულ ადამიანებს, შესაძლოა, უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა ჰქონდეთ.

აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა, პოლ ჰანტერმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები შესაძლოა მიკერძოებული იყოს დროის ფაქტორის გამო, ვინაიდან ნოემბერში მოსახლეობას უფრო მაღალი იმუნიტეტი ჰქონდა, ვიდრე წლის დასაწყისში.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system