თავში

"ომიკრონთან" ბრძოლის ინსტრუმენტები უკვე გაგვაჩნია - Washington Post

"ომიკრონთან" ბრძოლის ინსტრუმენტები უკვე გაგვაჩნია - Washington Post
ომიკრონთან ბრძოლის ინსტრუმენტები უკვე გაგვაჩნია - Washington Post

კორონავირუსის ახალ "ომიკრონ" შტამთან ბრძოლის ინსტრუმენტები უკვე გვაქვს, მნიშვნელოვანია მხოლოდ მათი სწორად და ეფექტურად გამოყენება, - Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

გამოცემის ცნობით,  "ომიკრონ" შტამის საფრთხეები დღეისათვის სრულყოფილად გაანალიზებული არ არის და მან სამომავლოდ, შესაძლოა "დელტა" შტამიც კი ჩაანაცვლოს.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელთ გვაქვს ისეთი იარაღები, როგორიც ვაქცინა, პირბადეები და კოვიდ-ტესტებია. სტატიის ავტორი წერს, რომ ვაქცინები და ბუსტერული დოზები "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგაც მუშაობს.

"ადრეული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ერთი და ორი დოზა, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს. 

თუმცა, Pfizer-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინის მესამე გამაძლიერებელი დოზა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის და მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების რისკებს ამცირებს.

ვაქცინის ეფექტურობისა და კორონავირუსის ახალი შტამის სპეციფიკის შესახებ ყველა პასუხის მიღებას დრო სჭირდება. მაგრამ ლოდინი არ ნიშნავს უმოქმედობას. პირიქით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა.

ვაქცინაციის ამჟამინდელი დონე იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ მოსახლეობა "დელტასგან" დაიცვას, რომ აღარაფერი ვთქვათ "ომიკრონზე"", - წერს გამოცემა.

The Washington Post ასევე აღნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს პირბადის ეფექტურობა. 

"ნიღბები მუშაობს - დროა დავიბრუნოთ მათი "ნდობა". ისინი ვირუსის გადაცემას ამცირებენ", - წერს გამოცემა.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system