თავში

პამელა ანდერსონი ჯულიან ასანჟის შეწყალებას ითხოვს

პამელა ანდერსონი ჯულიან ასანჟის შეწყალებას ითხოვს
პამელა ანდერსონი ჯულიან ასანჟის შეწყალებას ითხოვს

კანადელი მსახიობი პამელა ანდერსონი საჯაროდ ითხოვს "ვიკილიქსის" დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის შეწყალებას. ამჯერად ის ჟურნალისტის მხარდამჭერი საჯარო განცხადებით მის აშშ-ში ექსტრადაციამდე ორი დღით ადრე გამოვიდა. 

53 წლის მსახიობი ფიქრობს, რომ აშშ ასანჟის გასამართლებით რისკავს შეარყიოს დემოკრატიის საფუძვლები.

"მ საქმეში კრიმინალიზებულია თავისუფალი პრესა. ჯულიანი ჟურნალისტობისთვის დააკავეს. დოკუმენტები, რომლებიც მან გამოაქვეყნა ომის დანაშაულს და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას ეხება. ახლა აშშ-ს სურს დასაჯოს ის კრიმინალის გამოაშკარავებისთვის", - განაცხადა პამელა ანდერსონმა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსახიობი და "ფლეიბოის" ვარსკვლავი ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს. დეკემბრის დასაწყისში მან ტვიტერზე ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის მხარდამჭერი ტრანსფარანტი ბიკინიში გამოწყობილს უჭირავს. ანდერსონმა მაშინ ტრამპის ოფიციალური საპრეზიდენტო გვერდი მონიშნა და დაწერა "გთხოვთ, შეიწყალეთ ჯულიან ასანჟი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system