თავში

პანდემია და დეპრესია

პანდემია და დეპრესია
პანდემია და დეპრესია

რთული პერიოდი გვიდგას, წელიწადი გავიდა, რაც პანდემიაა და ფაქტია, რომ ემოციურად ყველა დათრგუნული ვართ. ხოდა ვიფიქრე დამეწერა, როგორ დავეხმაროთ გონებას, რომ განვიტვირთოთ ნეგატივისგან. გამახსენდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სტრესული პერიოდები და დავიწყე საკუთარი „მხსნელების“ ჩამოწერა, მაგრამ მხოლოდ ჩემს მაგალითზე რატომთქო და კვლევებს მივადექი. მეცნიერება რომელიც ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრს - ჩვენს თავის ტვინს შეისწავლის, ყოველდღიურად ახალ სურათს ხატავს. თავის ტვინი საკმაოდ დინამიურია და ჩვენი ყოველდღური საქმიანობა მის სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ შესაძლებელია როგორც დადებითი ისე უარყოფითი ცვლილება. ხოდა აღმოჩნდა, რომ ჩემი „მხსნელები“ ტოპ ჩამონათვალში შედიან. უფრო მარტივია საკუთარ მაგალიზეთქო და მივყევი...... დღეები, საათები, წუთებიც კი გაცოცხლდა.......ზუსტად იმავე ემოციით გაცოცხლდა და მე რა ვქენი? როგორ დავიწყე ბრძლა? - წავედი და დავიძინე ..... ხოდა ესაა ზუსტად ჩემთვის ნომერ პირველი

ძილი

ძილის ფაზებზე არ მოვყვები ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ 15-20 წუთიანი წაძინებაც კი მხსნელია. შფოთვის შემოტევაა ? - წავიდეთ და წავუძინოთ. ყველასთვის არაა ასე მარტივი ჩაძინება, მაგრამ მცდელობად ღირს. თითქოს ჩვენი ტვინი გადატვირთვას აკეთებს. ძილი აუმჯობესებს მეხსიერებას, განწყობას და მთლიანობაში კარგი განტვირთვაა. ხოდა რაღას უცდით წაუძინეთ !

ვარჯიში

თუ საყვარელ სპორტდარბაზს ვერ ვსტუმრობთ. 20-30 წუთანი კარდიო ვარჯიში - სახლში კარგი აპლიკაციის საშუალებითაც შეიძლება, თუმცა გარეთ გასვლა ჩემი ფავორიტია. თუ საშუალება გექნებათ და ბუნებაში გახვალთ უკეთესია. კვლევებმა ცხადყო, რომ დღეში 30 წუთიანი ვარჯიში ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური სინდრომისა და დიაბეტის რისკს. ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას, ხასიათის გაუმჯობესებას და სტრესის დონის შემცირებას. ესეც ვარჯიშის დადებითი მხარეების მცირე და ჩემი საყვარელი ჩამონათვალი.

მედიტაცია

განტვირთვის საუკეთესო და უძველესი ფორმაა. მრავალი კვევა ადასტურებს, რომ მედიტაციისას ტვინის ყველა ნაწილია ჩართული.მედიტირება არამარტო კონცენტრაციისა და სიმშვიდისთვის, არამედ თვითრწმენის ამაღლებისთვისაც საუკეთესო ყოფილა. პირადად არ მიცდია და ვფიქრობ ამის დროც მოვა.

ჩახუტება

არასდროს მორჩეთ ჩახუტებას მალე, ბოლომდე გაცვალეთ ენერგიები. მოუსმინეთ გულისცემას........ჩახუტება საუკეთესო ძალაა, მაშინვე დაცული და რელაქსირებული ვხდები. ჩემთვის ჯადოქრობაა ჩახუტებაში - და მეცნიერებმა თუ უნდათ დოფამინის გამოყოფა დაარქვან.

ხატვა და წერა

თუმცა ხატვაზე დავდიოდი, სტრესისას არასდროს მიცდია მეხატა, მაგრამ წერა ჩემი საყვარელი აღმოჩენაა - ცუდ ხასიათზე რომ დავდგებოდი რამეს ვწერდი. არაა აუცილებელი თემა რაზეც გავბრაზდით, დაწერეთ თურმე კარგი ყოფილა... არადა სულ შემთხვევით აღმოვაჩნე...სასწაულად მსიამოვნებს კალმით წერა ფურცელზე. იმაზე წერა კი, რამაც გაგვაბრაზა თურმე განსაკუთრებით კარგია ჩვენი ტვინისთვის. გადმოვიტანოთ ქაღალდზე ჩვენი ნეგატივი და გავთავისუფლდეთ. თუ მოწყენილობა მაინც შემოგიტევთო, გვირჩევენ გავიხსენოთ სამი რამ მაინც რისი მადლიერიც უნდა ვიყოთ. ეს სავარჯიშო ემოციური ბალანსის მიღებაში გვეხმარება. ყოველდღიური პოზიტივის ჩამოწერა არანაკლებ ეფექტურია.

სოციალიზაცია

„ადამიანი სოციალური არსებაა“ - განსაკუთრებით ხშირად გვესმის ამ ბოლო დროს. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდა, ან რეალურად ვერ აღიქვამდა ამ სიტყვების ფასს, ისინიც კი დარწმუნდნენ მათ ჭეშმარიტებაში ამ ერთი წლის მანძლზე. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხები მეგობრების დახმარებით გავიარე. მადლობა მათ ყველა სიხარულისა თუ სევდის გაზიარებისთვის, გრძელი დღეებისა და საღამოებისთვის. ჩვენს ტვინზე კარგად მოქმედებენ ადამიანები, განსაკუთრებით კარგად კი პოზიტიურად დამუხტული ადამიანები. ეცადეთ ემოციურად სტაბილურ და კეთილგანწყობილ ადამიანებთან იკონტაქტოთ, ემოციები გადამდებია, ხოდა დავიტვირთოთ და გავცეთ დადებითი მუხტი. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს საჭირო დროს კარგი მსმენელი ვიყოთ. ყველაფერს თავის ადგილი და დრო აქვს. ფინჯანი ყავაც კარგი რიტუალია მეგობრების წრეში კი ორი ერთში გამოდის.

მეგობრებზე გამახსენდა და მართლა გამიკვირდა „მხსნელებში“ რომ აღმოვაჩინე ჩემი თამაში

სიტყვობანა

სიტყვების მოგონება, გადაბმა და წინადადებების აწყობა, უამრავი ვარიანტია, მთავარია მონდომება და ფანტაზია. ხოდა რამდენიმე წლის წინ სანამ, ტექნოლოგიებზე დამოკიდებული გავხდებოდით, მე და ჩემი მეგობარი საათობით ვაბამდით სიტყვებს ერთმანეთს.......მგონი მთელი ერთი ზამთარი გავატარეთ ამ თამაშით ... მაგარია..... უნდა გავახსენო. კარგი ყოფილა გონებისთვის, ამაღლებს ინტელექტის კოეფიციენტის დონეს, კონცენტრაციის უნარს და საერთოდაც მშვენიერია „ფიქრთ გასართველად“.

ახალი ენის სწავლა

მარტივია დუოლინგვო ან როზეტა სტოუნი ყოველდღიურად თუნდაც ნახევარი საათით რაღაც ახლის შეცნობის მშვენიერი საშუალებაა. განსაკუთრებულია თუ გონება უნდა გადავრთოთ, ვწერ და თან მეფიქრება ესპანური ვცადო.. ადრე დავიწყე და ძალიან საინტერესო იყო. მოგზაურობის დროც ხომ მალე ისევ მოვა.

კითხვა

აქ ვერც ჟანრის ან მიმართულების მრჩევლად გამოგვადგება ვინმე. მე პირადად რთულ პერიოდებში მარტივი წიგნები მომწონს, და თუ თავად საფიქრალი ნაკლები მაქვს რთულ და მძიმე წიგნებს ჩავუჯდები ხოლმე. მაგრამ ის, რომ წიგნი კარგი დამხმარეა და უამრავი ემოციით გვავსებს ეს ფაქტია და რომელი მეცნიერული კვლევა უნდა მოვიყვანოთ მაგალითად.

რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია, მაგრამ მაინც მთავარი მგონია არის ვიყოთ ოპტიმისტები და დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია ჩვენი გონების, აზრების და გარემოებების შეცვლა. ბანალურად ჟღერს მართლაც. და დროც არ კურნავს ყველაფერს.....მაგრამ დრო გვეხმარება გადავიაროთ რთული პერიოდი. ის ხომ ზუსტად ვიცით, რომ ესეც გაივლის. ჰოდა ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და მხოლოდ სასიკეთო ცვლილებებს გისურვებთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system