თავში

პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებს დაბალი IQ აქვთ - კვლევა

პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებს დაბალი IQ აქვთ - კვლევა
პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებს დაბალი IQ აქვთ - კვლევა

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებს  დაბალი IQ აქვთ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა JAMA Pediatrics წერს.

ექსპერტებმა შენიშნეს, რომ 2020 წლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული მოტორული და კოგნიტური უნარები.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირველ წელს დაბადებულ ექვსთვიან ბავშვებში კოგნიტურ და მოტორულ უნარებს უარყოფითად აფასებენ. მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები 20 ქულით ჩამორჩება ბავშვებს, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის დაწყებამდე დაიბადნენ.

კვლევისას მკვლევარებმა 255 ბავშვი შეისწავლეს. ამ ბავშვების დედების ნახევარს ორსულობის დროს კორონავირუსი ჰქონდა. მათ შორის, უმეტესობას  მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმით. ჯერჯერობით, მეცნიერებს არ შეუძლიათ ზუსტად თქვან, როგორ იმოქმედა კოვიდ პანდემიამ ბავშვების განვითარებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system