თავში

პარაზიტებმა მამაკაცის ორგანიზმში კვერცხები დადეს 

პარაზიტებმა მამაკაცის ორგანიზმში კვერცხები დადეს 
პარაზიტებმა მამაკაცის ორგანიზმში კვერცხები დადეს 

ტურისტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც ერთ-ერთ აფრიკულ ტბაში იბანავა, ლამის მოკვდა. 32 წლის ჯეიმს მაიკლი კონტინენტს ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში სტუმრობდა. სამშობლოში დაბრუნებამდე, მან მალავიში, ნიასას ტბაში ბანაობა გადაწყვიტა.

ბრიტანეთში დაბრუნებისას ნელ-ნელა მან ფეხის არეში მგრძნობელობა დაკარგა. თავიდან ის თვლიდა, რომ მიზეზი ველოსიპედის ხანგრძლივი ტარებაა. მაიკლმა ექიმებს მიმართა, რომლებმაც მას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და სახლში გაუშვეს. თუმცა მისი მდგომარეობა უარესდებოდა.

ცოტა ხნის წინ მამაკაცს ზურგზე და ხელებზე გამოაყარა. ანალიზმა აჩვენა, რომ ბრიტანელს ტროპიკული ინფექცია, შისტოსომოზი შეეყარა. პარაზიტებმა მის ორგანიზმში სასქესო ორგანოდან შეაღწიეს და კვერცხები დადეს.

ჯეიმს მაიკლმა მკურნალობის ხანგრძლივი კურსი გაიარა. სამი თვე მან ინვალიდის ეტლში გაატარა, 4 თვე კი ყავარჯნებზე. ექიმებმა ინფექციის წყაროს ლიკვიდაცია მოახერხეს, თუმცა პაციენტი ჯერ კიდევ დასუსტებულია.

მედიკოსების პროგნოზით, სრულ რეაბილიტაციას სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება.

"მე არავის ვუსურვებდი იმას, რაც გამოვიარე", - აცხადებს ჯეიმს მაიკლი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system