თავში

Perseverance-მა მარსის ნიადაგის კიდევ ერთი ნიმუში მოიპოვა

Perseverance-მა მარსის ნიადაგის კიდევ ერთი ნიმუში მოიპოვა
Perseverance-მა მარსის ნიადაგის კიდევ ერთი ნიმუში მოიპოვა

NASA-ს Perseverance-ის როვერმა წითელი პლანეტიდან კიდევ ერთი ნიმუში მოიპოვა. შესაბამისი ინფორმაცია Perseverance-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქვა ისეთი ლამაზია, რომ ნიმუში მეორედ ავიღე. მე უკვე დავლუქე ჩემი მეხუთე სინჯარა ამ კიდევ ერთი საინტერესო ნიმუშით“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

მწვანე ოლივინის მინერალის შემცველი ქვის პირველი ნიმუში გასულ კვირას იქნა აღებული.

როვერის ერთ-ერთი ამოცანა მარსზე კლდის ნიმუშების შეგროვებაა, რომელსაც დედამიწაზე ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს სპეციალური ერთობლივი მისია გადაიტანს.

გუშინ,  Perseverance-ის როვერმა დედამიწაზე მარსის ახალი ფოტოები გამოაგზავნა.

ამასთან, NASA-ს მარსის მისიის Perseverance-ის მიერ გასულ თვეში გადაღებული სურათები ადასტურებს, რომ მისი დაშვების ადგილას ერთ დროს ტბა და მდინარის დელტა იყო.

შეგახსენებთ, რომ Perseverance- მა ნიადაგის ნიმუშების შეგროვება პირველად აგვისტოს დასაწყისში სცადა, მაგრამ მისია წარუმატებელი აღმოჩნდა.

მთავარი მიზანი კი მარსზე ცხოვრების კვალის ძებნაა. NASA ასევე იმედოვნებს, გაარკვიოს, აქვთ თუ არა ვულკანური წარმოშობის კლდეებს, რომლებიც მარსმავლის მარშრუტზე მუდმივად ფიქსირდება, ვულკანური წარმომავლობა. ეს პლანეტის გეოლოგიის გასარკვევად მნიშვნელოვანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system