თავში

Pfizer "ომიკრონის" წინააღმდეგ 40-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტურია - კვლევა

Pfizer "ომიკრონის" წინააღმდეგ 40-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტურია - კვლევა
Pfizer ომიკრონის წინააღმდეგ 40-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტურია - კვლევა

Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ 40-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტურია  ვიდრე თავდაპირველი შტამის მიმართ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა Sky News წერს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალი შტამი ვაქცინებს  უკეთ არიდებს თავს, თუმცა კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, "ომიკრონის" წინააღმდეგ უფრო ეფექტურია ვაქცინის ბუსტერული დოზები. 

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ კვლევა უტყუარ შედეგს არ იძლევა, ვინაიდან იგი ლაბორატორიაში შექმნილ ომიკრონის შტამზე ჩატარდა და მხოლოდ 12 ადამიანზე გამოცადეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system