თავში

პოლიციელები დროებითი ძიძები გახდნენ

პოლიციელები დროებითი ძიძები გახდნენ
პოლიციელები დროებითი ძიძები გახდნენ

ინდოეთში, ასამის შტატში პოლიციის ორი თანამშრომელი სოციალური ქსელების ვარსკვლავებად იქცნენ. მომხმარებლები ფოტოებს ავრცელებენ, რომლებზეც ისინი დროებით ძიძებად იქცნენ.

პოლიციელები შენობას იცავდნენ, სადაც პედაგოგობის მსურველთათვის გამოცდები მიმდინარეობდა. პრეტენდენტებს სპეციალური ტესტები უნდა შეევსოთ.

სამართალდამცავებმა შეამჩნიეს, რომ რამდენიმე ქალი ახალშობილ ბავშვებთან ერთად გამოცხადდა და იფიქრეს, რომ ბავშვები მათ ყურადღების კონცენტრაციაში ხელს შეუშლიდნენ, ამიტომაც ჩვილები დროებით დაიტოვეს.

პოლიციელთა ვინაობა არ სახელდება, თუმცა სოციალურ ქსელებში მათი ფოტოები აქტიურად ზიარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system