თავში

პოლიციელმა სუპერმარკეტში ქურდებს სასურსათო ვაუჩერი აჩუქა

პოლიციელმა სუპერმარკეტში ქურდებს სასურსათო ვაუჩერი აჩუქა

აშშ-ში მასაჩუსეთსის შტატის პოლიციელმა სუპერმარკეტში ქურდობაში შემჩნეული ორი ქალი და ბავშვები დაკავების ნაცვლად სასურსათო ვაუჩერით დაასაჩუქრა. 

შობამდე ხუთი დღით ადრე მომხდარი შემთხვევის დროს ქურდობის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველმა ნახა, რომ ნაქურდალს შორის მხოლოდ საკვები იყო.

"მათი შემთხვევა ერთი შეხედვით გასაგები იყო... მათ ეს საკვები ოჯახისთვის, საშობაო სუფრის მოსაწყობად უნდოდათ. ნაქურდალს შორის არ იყო არც ჯანმრთელობის და თავის მოვლის ნივთები - მხოლოდ საჭმელი. ვიგრძენი მათი მდგომარეობა და დახმარების სურვილი გამიჩნდა", - თქვა პოლიციელმა მედიასთან. 

მეთ ლიმამ გადაწყვიტა დაკავების ნაცვლად ოჯახისთვის 250 დოლარიანი ვაუჩერი ეჩუქნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system