თავში

პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს

პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს
პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს

ყველასათვის ცნობილია, რომ საკვებ პროდუქტებს ჩვენს სხეულსა და ჯანმრთელობაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.  იმისათვის, რომ ჩვენი კანი მაქსიმალურად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ პროტუქტებს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი იღებს. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

შაქარი

ყველამ ვიცით რამდენად საზიანოა შაქარი. ის იწვევს მრავალ პრობლემას, დაწყებული წონის მატებით დამთავრებული ნაოჭების წარმოქმნით. შაქრის ზედმეტი მოხმარება იწვევს პროცესს, რომელსაც გლიკაცია ეწოდება. ეს პროცესი მოქმედებს კოლაგენზე და ხელს უწყობს ნაოჭების განვითარებას.

სწრაფი კვება

ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ცხიმიანი საკვები, კონსერვები და ყველა არაჯანსაღი საკვები რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს. ეს პროდუქტები არამარტო ზრდის გულის დაავადებების რისკს, არამედ აზიანებს სისხლძარღვებს.

მარილი 

დიდი რაოდენობით მარილი იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც შემდგომში შეშუპებების მიზეზი ხდება. გარდა ამისა, მარილი უჯრედებიდან წყლის გამოყოფის პროვოცირებით იწვევს წყურვილს. როდესაც სხეული დეჰიდრატირდება, კანი ნაოჭდება და უფრო სწრაფად ბერდება.

ხორცი

ბევრისთვის საყვარელი ძეხვი დიდი რაოდენობით მარილს და კონსერვანტებს შეიცავს. გარდა ამისა, ეს საკვები უარყოფითად მოქმედებს C ვიტამინის დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კოლაგენის გამომუშავებისთვის. 

შემწვარი კარტოფილი 

კარტოფილი ჩვენს სხეულში მოხვედრისთანავე იქცევა შაქრად. კარტოფილი და სხვა შემწვარი საკვები, განსაკუთრებით ცხიმიანი, გამოყოფს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ კანის უჯრედებს. თუ გსურთ შემცირდეთ კარტოფილის მავნებლობა, მიირთვით მოხარშული ან გამომცხვარი.

ყავა და კოფეინის შემცველი სასმელები 

კოფეინი იწვევს სითხის ნაკლებობას. ეს ხდის თქვენს კანს მშრალსა და მყიფეს. ამ პრობლემის მოგვარების მარტივი გზა არსებობს: დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ყოველი ფინჯანი ყავის შემდეგ და არ დაგავიწყდეთ კანის დატენიანება.

ცხარე საკვები 

ცხარე საკვები აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. სუნელების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კანის სიწითლე და შეშუპება.

მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები

ჯანსაღი ცხიმები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის და თქვენი კანის ახალგაზრდობისთვის. ისინი ამცირებენ კანის ანთებას, ხელს უწყობენ თქვენი თმის ჯანმრთელობას და ასევე აძლიერებენ უჯრედულ მემბრანებს, ხელს უშლიან კანის უჯრედებში სითხის დაკარგვას. თქვენი კანის დასაცავად მიირთვით ჯანმრთელი ცხიმები, რომელსაც შეიცავს ორაგული, ავოკადო, ჩიას თესლი, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი და ქოქოსის ზეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system