თავში

პულსის და სუნთქვის სიხშირის გაზომვას მობილურით შეძლებთ

პულსის და სუნთქვის სიხშირის გაზომვას მობილურით შეძლებთ
პულსის და სუნთქვის სიხშირის გაზომვას მობილურით შეძლებთ

Google ანდროიდებისათვის ახალ ტექნოლოგიას ნერგავს. მომხმარებლებს პულსისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვა მობილური ტელეფონების კამერის საშუალებით შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა Engadget იუწყება.

აღნიშნული ფუნქცია თავდაპირველად მხოლოდ Pixel-ის მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, მომავალში კომპანია პროდუქტის გაფართოებას გეგმავს და მისი გამოყენება ნებისმიერი ტიპის ანდროიდზე იქნება შესაძლებელი.

Google Fit პროგრამის საშუალებით, სუნთქვის სიხშირისა და პულსის გასაზომად თითი სმარტფონის მთავარ, უკანა კამერას დაახლოებით 30 წამის განმავლობაში უნდა მიადოთ. 

აპლიკაცია Google Fit-ის მომხმარებლებს მისი  ტესტირება 8 მარტიდან შეეძლებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system