თავში

რა არის შავი პარასკევი: რეალური ისტორია

რა არის შავი პარასკევი: რეალური ისტორია
რა არის შავი პარასკევი: რეალური ისტორია

 დღესასწაულების სახელწოდებები, როგორც წესი, საკმაოდ მარტივია. ახალი წელი, მადლიერების დღე და ალბათ, ყველაზე ნაკლებად შემოქმედებითად, 4 ივლისი - ყველას აქვს წარმოშობა, რომელთა გარკვევა საკმაოდ ადვილია. მაგრამ, "შავი პარასკევი" გამონაკლისია. მისი წარმოშობის რამდენიმე ისტორია არსებობს, გააჩნია თქვენ ყველაზე მეტად რომლის გჯერათ. 

ამერიკის ყველაზე მასშტაბური "საშოპინგო" დღესასწაულის წარმოშობა ფინანსურ კრიზისს, ამ მოვლენების გამო შეშფოთებული პოლიციასა და მე-19 საუკუნის მონათმფლობელებს უკავშირდება. მოდით გავარკვიოთ, რა არის დღესასწაულის ნამდვილი ისტორია. 

ნამდვილად ვერავინ იტყვის, ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც სახელწოდება "შავი პარასკევი" პირველად წარმოთქვა, მაგრამ აქ არის ყველაფერი, რაც მისი წარმოშობის შესახებ ვიცით. 

ორიგინალი "შავი პარასკევი" დღესასწაულად არ ითვლებოდა. History Channel-ის თანახმად სახელი პირველად 1869 წლის ფინანსური კრიზისის აღსაწერად გამოიყენეს, რომელიც აშშ-ში კორუფციამ და ბირჟაზე თაღლითობებმა გამოიწვია. ოქროს ბაზარი მთლიანად განადგურდა. იმ დღეს უოლ-სტრიტზე ორი უმსხვილესი ინვესტორის, ჯეი გოლდის და ჯიმ ფისკის აქციები, ერთ დღეში, ბაზარზე 20%-ით დაეცა. 

თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ეს სახელწოდება, რომელიც მადლიერების დღის შემდეგ დღეს უკავშირდება, წინა ისტორიასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული. ამ ტერმინის ხმარება ფილადელფიის პოლიციამ 1960-იან წლებში თავიდან დაიწყო. ამჯერად ის იმ საშინელი, გადატვირთული დღის აღსაწერად გამოიყენეს, როდესაც ოჯახები შაბათ-კვირის ყოველწლიური ფეხბურთის თამაშების წინ ქალაქში შემოდიოდნენ. ტერმინი არც მაშინ გამოხატავდა ბედნიერებას. ქალაქში მაღაზიები და ავტობუსები გადატვირთული იყო, პოლიციას კი სრული დატვირთვით უწევდა მუშაობა.




როგორ გახდა ის ასოცირებული საყიდლებთან?



როგორც გაირკვა, ფილადელფიაში ჩამოსული ადამიანები აქ მხოლოდ ფეხბურთის საყურებლად არ მოდიოდნენ. მათი მეორე მიზეზი ქალაქში "შოპინგიც" იყო. ქალაქის საცალო ვაჭრობას გაზრდილი ტრეფიკის კაპიტალიზაცია სურდა, ამიტომ „შავი პარასკევის“ გარშემო უარყოფითი დამოკიდებულების წაშლას ცდილობდნენ. თავიდან შეეცადნენ, რომ ამ დღისთვის „დიდი პარასკევი“ეწოდებინათ, მაგრამ სახელი არ დამკვიდრდა. ასე რომ, სარეკლამო სპეციალისტებმა ორიგინალური მეტსახელის დამკვიდრება დაიწყეს. Telegraph- ის თანახმად, გაზეთები დაინტერესებული მოვაჭრეებს მოსაზიდად, რეკლამებს სათაურით "შავი პარასკევი" 1966 წლის დასაწყისიდან იყენებდნენ. 1975 წლისთვის მათ ავტობუსისა და ტაქსის მძღოლებიც შემოუერთდნენ და ამ ტერმინის გამოყენება, იმ დღის საგზაო მოძრაობის აღსანიშნავად გამოიყენეს, რომლისაც ყოველ წელს ეშინოდათ.

1980-იანი წლებისთვის ფრაზა მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ბიზნესმენებმა მადლიერების დღის შემდეგ საცალო ვაჭრობის ფასდაკლებების გამოცხადება ყველა ქალაქში დაიწყეს. ამ მოვლენების შემდეგ სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. "შავი პარასკევი" დღესდღეობით 6 მილიარდი დოლარის ფასდაკლების ომია. 2016 წელს მადლიერების შაბათ-კვირას მაღაზიებში 160 მილიონზე მეტმა ამერიკელმა "იშოპინგა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system