თავში

რა ემართება ბავშვის ტვინს ხელით წერისას

რა ემართება ბავშვის ტვინს ხელით წერისას
რა ემართება ბავშვის ტვინს ხელით წერისას

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხელით წერისას ბავშვის მეხსიერება უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე კლავიატურაზე ტექსტის აკრეფვის დროს. 

კვლევაში მონაწილეობას 20 ახალგაზრდა და ბავშვი იღებდა. ყველა მათგანს თავზე ჩაფხუტი ეხურა, რომელიც ტვინის აქტივობას აღრიცხავდა. 

45 წუთის განმავლობაში მოხალისეთა ერთი ნაწილი ტექსტს კლავიატურაზე კრეფდა, ხოლო დანარჩენები ხელით წერდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ხელით წერის დროს წარმოიქმნება ადამიანის ტვინში ის აქტივობები, რომლებიც  მოგონებების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვებს უფრო მეტი ინფორმაცია ამახსოვრდებათ, თუ მას ხელით დაწერენ. ამასთან, ტვინი იღებს ინტენსიურ დატვირთვას, რის შედეგადაც იგი ვითარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system