თავში

რა გავლენას ახდენს ნეგატიური ამბები ადამიანზე

რა გავლენას ახდენს ნეგატიური ამბები ადამიანზე
რა გავლენას ახდენს ნეგატიური ამბები ადამიანზე

დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელსა თუ ტელევიზორში საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იგებს ადამიანი, აქედან ნახევარზე მეტი თითქმის ნეგატიური ამბავია. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცუდი ამბავი მეტად იყიდება, რაც მედიის ბრალი სულაც არ არის, ისინი ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაზე. საზოგადოების უმრავლესობას აინტერესებს ნეგატიური ამბები, როგორიცაა კრიმინალი, ტერორიზმი, ავიაკატასტროფები. ბრიტანელი ფსიქოლოგის გრეჰამ დეივის თქმით, ნეგატიურმა ამბებმა, შესაძლოა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს.

ნეგატიური ამბები ადამიანის გუნება განწყობას მთლიანად ცვლის. ცუდი ამბების დროს ადამიანის ტვინი, ისეა მოწყობილი, რომ იგი აუცილებლად წარმოიდგენს საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე იგივეს. ფსიქოლოგის თქმით, ადამიანი ავიაკატასტროფის ან ძალადობის შემცველ კადრებს გვერდს არ აუვლის და აუცილებლად, შეხედავს მას. რაც შემდგომ უარყოფითად ისახება ადამიანის განწყობაზე.

ფსიქოლოგი დეივი ამბობს რომ, ნეგატიურ ამბავს ძალიან ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია, რადგან ადამიანმა სამყარო შესაძლოა ზედმეტად ნეგატიურად აღიქვას, რაც მიგვანიშნებს, რომ ნებისმიერი საქმე რასაც ადამიანი აკეთებს, გამოიწვევს უგულებელყოფას და სადღაც სოროში დამალვას.

ფსიქოლოგი სტივენ პინკერი და საერთაშორისო კვლევების პროფესორი ენდრიუ მაკი ამბობენ,-"უფრო მეტი დადებითი ამბის დაწერაა საჭირო, რადგან თავიდან აიცილონ ადამიანებმა ის სტრესი და შფოთვა, რომელიც ნეგატიური ამბებისგან არის გამოწვეული. ასე ადამიანები მეტად პოზიტიურები იქნებიან და სამყაროთ ბევრად ფერადი იქნება." 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system