თავში

რა სიმპტომები განასხვავებს ინდურ შტამს თავდაპირველი ვარიანტისგან?

რა სიმპტომები განასხვავებს ინდურ შტამს თავდაპირველი ვარიანტისგან?
რა სიმპტომები განასხვავებს ინდურ შტამს თავდაპირველი ვარიანტისგან?

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. ამის შესახებ BBC წერს. 

კორონავირუსის კლასიკური სიმპტომების ჩამონათვალია: ხველა, სიცხე, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა. 

ამასთან, კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები შეიცვალა. ახლა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ყველაზე ხშირად თავის ტკივილს, სურდოს და ყელის ტკივილს უჩივიან.

BBC აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ძირითადი სიმპტომების ცვლილება დაავადების "დელტა" შტამის გამოჩენასთან არის დაკავშირებული, რომელიც უკვე 80-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. 

როგორც Zoe Covid Symptom study-ის კვლევის ავტორი პროფესორი ტიმ სპექტრი აღნიშნავს, ახალგაზრდებს, რომლებიც "დელტა" შტამით არიან ინფიცირებულები გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ. ამის გამო, შესაძლოა, მათ დაავადებაზე ყურადღება არც გაამახვილონ, თუმცა ისინი სხვების ჯანმრთელობას  შეუქმნან საფრთხეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system