თავში

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვარჯიშს დავიწყებთ

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვარჯიშს დავიწყებთ
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვარჯიშს დავიწყებთ

ვინც ვარჯიში ახლახანს დაიწყო მისთვის ნაცნობი იქნება კუნთების კანკალი და კრუნჩხვები. გთავაზობთ საბაზისო რჩევებს, რაც სწორად და სწრაფად შედეგის მიღებას უზრუნველყოფს

კუნთების გადაღლა

ეს ძირითადი მიზეზია, რაც იწვევს კუნთის კანკალს ვარჯიშის შემდეგ. თუ სისუსტეს გრძნობთ კუნთებში ან ენერგიისგან სრულიად იცლებით ვარჯიშის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ამუშავეთ კუნთები ვარჯიშისას. მაგრამ თუ ტკივილი და სისუსტე იმ დონეზეა, რომ ვარჯიშის დასრულებას ვერ ახერხებთ, და დასრულების შემდეგ სუსტად გრძნობთ თავს და გაქვთ თავბრუსხვევა, ნიშნავს, რომ დატვირთვა უნდა შეამციროთ.

კუნთის ერთ პოზიციაში გაჩერება

კანკალი შეიძლება გამოიწვიოს, თუ კუნთი დიდი ხანია ერთ პოზიციაში. მსგავსი ხშირია პლანკის ან ბარ მეთოდის ვარჯიშებისას.

სისხლში შაქრის დონის შემცირება

კუნთების საწვავი არის გლუკოზა. ვარჯიშისას სისხლში გლუკოზის შემცირება ხდება, თუ დიდხანს და მაღალი ტემპით ვვარჯიშობთ, სისხლში შაქრის შემცველობა საგანგაშოდ ეცემა - ამას ჰიპოგლიკემია ეწოდება.

ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია

დაღლილობა

შიმშილის გრძნობა

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

სისუსტე

გაღიზიანებადობა

აჩქარებული გულისცემა

გაუწყლოვანება

სითხის მიღება აუცილებელია რათა ელექტროლიტების დონე იყოს დაბალანსებული. ელექტროლიტები აკონტროლებენ ნერვული სისტემისა და კუნთების მუშაობას.

ინტენსიური ვარჯიშისას ოფლის სახით სითხის დაკარგვა ხდება. იგივე ხდება ცხელ ამინდში გარეთ ვარჯიშისას.

გაუწყლოვანებამ შეიძლება კრუნჩხვა გამოიწვიოს. მისი სიმპტომებია:

დაღლილობა

წყურვილი

შემცირებული ან/და მუქი ფერის შარდი

თავისტკივილი

თავბრუსხვევა

კოფეინის მომეტებული რაოდენობით მიღება

ვარჯიშამდე ბევრი ადამიანი მიირთმევს ყავას, სპორტულ სასმელებს და დანამატებს, რომელთა უმეტესობაც კოფეინს შეიცავს. მათი გადაჭარბებული ოდენობით მიღება ასევე იწვევს გაუწყლოვანებას და ორგანიზმიდან გამოაქვს კალციუმი. კოფეინის მომეტებული რაოდენობა იწვევს არამხოლოდ გულის ცემის და სისხლის წნევის მომატებას არამედ უძილობასაც.

ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან ასარიდებლად საჭიროა

დასვენება

არ შეიძლება კუნთების გადატვირთვა. საჭიროა ვარჯიშებს შორის შუალედი და მონაცვლეობა

ჯანსაღი საკვები

ორგანიზმის აღდგენა უნდა მოხდეს ჯანსაღ საკვებით. ვარჯიშამდე სასურველია ნახშრწყლების და ცილების მიღება. ნახშირწყლები გლუკოზის დონეს არეგულირებს, ცილები კი კუნთებს აღადგენს

წყლის დალევა

ელექტროლიტების ბალანსის დაცვა და სითხის მიღება ვარჯიშისას აუცილებელია

გაწელვა

ვარჯიშის შემდეგ გაწელვები მოადუნებს კუნთებს და შეამცირებს კრუნჩხვებისა და სპაზმების რისკს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system