თავში

რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის ვაქცინასთან

რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის ვაქცინასთან
რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის ვაქცინასთან

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ "დრაკონული" ზომები მიიღო კორონავირუსის შესაჩერებლად, COVID-19-ი მაინც აგრძელებს სწრაფი ტემპებით გავრცელებას და მსოფლიოს ყურადღება ახლა იმ ადამიანებისკენაა მიმართული ვინც ვაქცინის და წამლის შექმნაზე მუშაობს. 

მეცნიერები ვადების დასახელებისგან თავს იკავებენ.  ვაქცინის შექმნის პროცედურები, როგორც წესი, სამი ფაზის გავლას ითვალისწინებს. პირველი ფაზა მოიაზრებს რამდენიმე ათეული ადამიანის სხეულში ვაქცინის შეყვანას და დაკვირვებას, თუ რამდენად უსაფრთხოა ის. მეორე ეტაპის განმავლობაში იგივე პროცედურას გაივლის ასობით ადამიანი, ხოლო მესამე ფაზის დროს ათასობით ადამიანზე შემოწმდება ვაქცინა. ბუნებრივია, სამი ფაზის გავლას ყველა შემუშავებული ვაქცინა ვერ შეძლებს. როგორც წესი, ვაქცინის შემუშავებას დაახლოებით 18 თვე სჭირდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ნოემბერს დაწესებული დედლაინი შესრულდეს. 

მეცნიერთა თქმით, საქმეს ისიც ართულებს, რომ  კორონავირუსის 4 ტიპი არსებობს და არც ერთი მათგანის ვაქცინა შექმნილი ჯერ არაა.

 კორონავირუსები 21-ე საუკუნეში ყველაზე საშიში ვირუსთა ჯგუფია, რადგან ეს უკვე მესამე ეპიდემიაა. პირველად ვირუსმა (SARS) 2002-04 წლებში იფეთქა ჩინეთში, შემდეგ კი 2012 წელს (MERS) საუდის არაბეთში. ორივე შემთხვევაში დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა, თუმცა ეპიდემიის ბუნებრივად დასრულების გამო სამუშაოები აღარ გაგრძელდა და ნაშრომები დიდი ხნით თაროზე შემოდეს.

დღეს, ახალი კორონავირუსისთვის, ვაქცინის შესაქმნელად დაახლოებით 35 კომპანია და კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს და მათგან მინიმუმ 4-ს უკვე აქვს შემუშავებული საკუთარი მეთოდი. ერთმა კომპანიამ ცხოველებზე ტესტირებების ეტაპიც კი გამოტოვა და დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს. ბოსტონში არსებულმა ბიოტექნიკურმა კომპანია Modern-ამ პრეპარატის შემუშავების პირველი ფაზა თითქმის დაასრულა და გამოსცადა ის რამდენიმე ადამიანზე. მერილენდში არსებულმა Novavax-მა კი ძველი ნამუშევრები თაროებიდან ჩამოიღეს და ამბობენ, რომ მათაც აქვთ პოტენციური ვაქცინა, რომლის გამოცდაც უკვე შესაძლებელია. 

მართალია, ვაქცინის შექმნის ვადებთან დაკავშირებით, გაცხარებული დებატები მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა კუთხეში, თუმცა ზოგიერთი პანდემოლოგის მოსაზრებით, პანდემია იქამდე შეწყდება, ვიდრე ვაქცინა იქნება შემუშავებული. მიუხედავად ამისა, ვაქცინამ შესაძლოა  უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system