თავში

რამდენად საშიშია კორონავირუსის დელტა შტამი? - DW

რამდენად საშიშია კორონავირუსის დელტა შტამი? - DW
რამდენად საშიშია კორონავირუსის დელტა შტამი? - DW

რა ვიცით "დელტა" შტამის შესახებ?

კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი, რომელიც ადრე "ინდურ შტამს" უწოდებდნენ, პირველად 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, ინდოეთში მაჰარაშტრას შტატში. მას შემდეგ, მუტირებული ვირუსი ფართოდ გავრცელდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. 

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვში ინფექციების 90% სწორედ ამ ტიპის კორონავირუსით არის გამოწვეული.

მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  "დელტა" შტამს "შემაშფოთებელი" უწოდა.

"დელტას" ერთდროულად აქვს რამდენიმე მუტაცია.  ცვლილებები საშუალებას აძლევს ვირუსს უფრო ადვილად შევიდეს ადამიანის უჯრედებში და წინააღმდეგობა გაუწიოს ორგანიზმის იმუნურ რეაქციებს. 

დელტას გარდა, არსებობს დელტა პლუსის შტამიც (AY.1). ის კიდევ უფრო ინფექციური და მდგრადია კორონავირუსის ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ.

რამდენად გავრცელებულია დელტა ვარიანტი?

ჯანმო-ს მონაცემებით, დელტა ვარიანტი 90-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაპოვნი და იგი სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ამ ტიპის კორონავირუსით ინფიცირების  უმეტესობა ბრიტანეთიდან მოდის - 22 ივნისისთვის ბრიტანეთში 52 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მას მოსდევს ინდოეთი, აშშ და გერმანია. 

არის თუ არა დელტა შტამი უფრო გადამდები?

 ჯერჯერობით ამ საკითხზე ბევრი კვლევა არ არის ჩატარებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ზე რეაგირების ექსპერტმა, მარია ვან კერხოვემა განაცხადა, რომ დელტა ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე სხვა შტამები.

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა სწორედ დელტა შტამით არის გამოწვეული. 

 იცავს თუ არა ვაქცინები "დელტა" შტამისგან?

გავრცელებული ინფორმაციით, BionTech/Pfizer-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები 94-96%-ით იცავს. 

ამასთან, კვლევა ეფუძნებოდა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულ ანალიზს, რომელმაც აჩვენა, რომ "Pfizer“ და "AstraZeneca-ს“ვაქცინები “დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.

ადრეული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დელტა ვარიანტი გაცილებით მდგრადია ვაქცინების მიმართ, ვიდრე სხვა მუტაციები, მაგრამ სრული ვაქცინაცია უზრუნველყოფს მის საიმედო დაცვას.

რა სიმპტომებით გამოირჩევა დელტა შტამი?

დიდი ბრიტანეთის შედეგები აცვენებს, რომ დელტა შტამის სიმპტომები განსხვავდება კორონავირუსის სხვა ვარიანტებით გამოწვეული სიმპტომებისგან. დელტა შტამისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხელება, სურდო და ზოგჯერ ხველა. 

მომზადებულია Deutsche Welle-ს მასალების გამოყენებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system