თავში

რამდენი ღვინო დაილია მსოფლიოში 2020 წელს

​რამდენი ღვინო დაილია მსოფლიოში 2020 წელს
რამდენი ღვინო დაილია მსოფლიოში 2020 წელს

2020 წელს მთელ მსოფლიოში ადამიანებმა 234 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დალიეს. ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, ეს ბოლო 19 წლის მანძილზე, 2002 წლიდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2020 წელს ღვინის მსოფლიო მოხმარება 2019 წელთან შედარებით 3%-ით შემცირდა.

ღვინის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთში (-17,4%) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (-19,4%). ყველაზე მეტი ღვინო დაილია ბრაზილიაში (+18,4%).

ღვინის მოხმარების შემცირებას ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ლოქდაუნებს, ობიექტების დახურვას და ტურისტული მოგზაურობების შეზღუდვას უკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system