თავში

რას გვიმზადებს 9 მარტს სავსე მთვარე?! - მეცნიერებისა და ასტროლოგების პროგნოზი

რას გვიმზადებს 9 მარტს სავსე მთვარე?! - მეცნიერებისა და ასტროლოგების პროგნოზი
რას გვიმზადებს 9 მარტს სავსე მთვარე?! - მეცნიერებისა და ასტროლოგების პროგნოზი

ხვალ 2020 წლის ყველაზე კაშკაშა და "დიდი" მთვარე ამოვა. ეს მოვლენა მეცნიერებისა და ასტროლოგებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან ის ბევრ თეორიას უკავშირდება.

ამ ღამეს ასტრონომიული ზამთარი მთავრდება და გაზაფხული იწყება; გადამფრენი ფრინველები სამშობლოში ბრუნდებიან და ამინდიც უმჯობესდება.

დედამიწასთან სიახლოვის გამო, მთვარე 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა იქნება. 

ასტროლოგების თქმით, ამ დროს დედამიწის თანამგზავრი განსაკუთრებულად ძლიერია. ის ადამიანებში ამძაფრებს სიმართლის შეგრძნებას და წინ წამოსწევს ჯანმრთელობის სათანადო დაცვის მნიშვნელობას. ექსპერტების თქმით, მთვარის ზენიტში ასვლის მომენტი საუკეთესოა შიშების დასაძლევად, სისუსტეების მიმართ თვალის გასასწორებლად და საკუთარი თავისთვის შეცდომების საპატიებლად. ამ ღამის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ადამიანები იზრდებიან სულიერად, მორალურად და ეთიკურად. 

სავსე მთვარის დანახვა საქართველოდან 21:48 საათის შემდეგ შეგვეძლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system