თავში

რას სთავაზობს გურამ გვასალია ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს

რას სთავაზობს გურამ გვასალია ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს
რას სთავაზობს გურამ გვასალია ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს

”გვსურს, ხელი შევუწყოთ დამწყები დიზაინერების ნიჭიერებას და მივცეთ მათ საშუალება შექმნან რაიმე ახალი”, - ამის შესახებ გურამ გვასალიამ Women Wear Daily-ს განუცხადა.

მოდის სახლი Vetements-ის ახალგაზრდა დიზაინერების წახალისებასა და ხელშეწყობას იწყებს. გურამ გვასალია აპირებს შექმნას ახალი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას გაერთიანებს. ამის შესახებ მან  Women Wear Daily-ს ესაუბრა. როგორც ცნობილი ბრენდის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ გვასალიამ განაცხადა, ციურიხში Vetements-ის სათაო ოფისში Co-Working-Spaces-ის (საერთო სამუშაო სივრცის) დაფუძნება სურს. აქ მისი გუნდი მოდის შესახებ სემინარებს, ტრენინგებსა და მოლაპარაკებებს გამართავენ. გვასალია დამწყებ დიზაინერებს მოდის ინდუსტრიას გააცნობს და სადიზაინერო კურსებს შესთავაზებს. წარმატებულ ახალგაზრდებზე გაიცემა სტიპენდიებიც.

მისივე ინფორმაციით, აქტიურად განიხილება და დღის წესრიგშია Ready-to-wear-ბიზნესის წამოწყებაც.

Vetements-ის თანადამფუძნებელი გურამ გვასალიას ძმა დემნა გვასალიაა, თუმცა დიზაინერმა 2019 წლის სექტემბერში სამოდელო სახლის დატოვების შესახებ განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system