თავში

რატომ არ უნდა დალიოთ ყავა უზმოზე

რატომ არ უნდა დალიოთ ყავა უზმოზე
რატომ არ უნდა დალიოთ ყავა უზმოზე

დილით ყავის უზმოზე დალევა მეტაბოლიზმს აუარესებს და შესაძლოა, დიაბეტის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს. კვლევა British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 29 ჯანმრთელმა ქალმა და მამაკაცმა მიიღო. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს. პირველს ჩვეულებრივად ეძინა და დილით ტკბილს სასმელს სვამდა, რომელიც კალორიულობით საუზმეს უტოლდებოდა. მკვლევარები მეორე ჯგუფს საათში ერთხელ აღვიძებდნენ და დილით იმავე სასმელს აძლევდნენ, რასაც პირველი ჯგუფი სვამდა. მესამე ჯგუფიც ანალოგიურად იქცეოდა, თუმცა ტკბილ სასმელამდე ნახევარი საათით ადრე მათ შავ ყავას ასმევდნენ.

სამივე ჯგუფის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ყავის მიღების შემთხვევაში გლუკოზის შემცველობა 50%-ით მეტი იყო. ამის საფუძველზე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კოფეინმა, შესაძლოა, ინსულინრეზისტენტულობა გამოიწვიოს.

”ჩვენ ვიცით, რომ ჩვენგან თითქმის ნახევარი დილით იღვიძებს და ყავას სვამს, სანამ რამეს გააკეთებს - ინტუიციურად, რაც უფრო მეტად ვიღლებით, მით უფრო ძლიერი ხდება ყავა”, - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი პროფესორი ჯეიმს ბეტსი.

მისი თქმით, სისხლის შაქრის დონის კონტროლი ირღვევა, როდესაც ორგანიზმი ჯერ კოფეინის დოზას იღებს, განსაკუთრებით უძილო ღამის შემდეგ. რისკების შემცირება შესაძლებელია, თუ ყავას ადამიანი საუზმემდე კი არა, საუზმის შემდეგ დალევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system