თავში

რატომ კარგავენ მგალობელი ჩიტები "სიმღერას"?

რატომ კარგავენ მგალობელი ჩიტები "სიმღერას"?
რატომ კარგავენ მგალობელი ჩიტები სიმღერას?

ავსტრალიაში გადაშენების პირას მყოფი თაფლიწოვიასებრი ფრინველი თავის "სიმღერას" კარგავს.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ახალგაზრდა მამრი ჩიტები უფროსებისგან ვეღარ სწავლობენ იმ გალობას, რომელსაც მდედრების მიზიდვაში იყენებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩიტები გადაშენების პირას იმყოფებიან.

იმ ადგილებში, სადაც თაფლიწოვიასებრი ფრინველების პოპულაცია მაღალია, მათი გალობა გაცილებით კომპლექსურად ჟღერს. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ მათი "სიმღერა" დროთა განმავლობაში გამარტივდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის გამო ფრინველების შეჯვარება კიდევ უფრო იშვიათი გახდება, რაც საბოლოოდ მათ გადაშენებას შეუწყობს ხელს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 18 რეგენტული თაფლისმჭამელი, ანუ დარჩენილი მამაკაცის პოპულაციის დაახლოებით 12 პროცენტი, რომელსაც მხოლოდ სხვა სახეობების სიმღერების იმიტაცია შეეძლო - არა საკუთარი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ველურ ბუნებაში სულ რამდენიმე ასეული თაფლიწოვიასებრი ფრინველია დარჩენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system