თავში

რატომ უნდა გვყავდეს ძაღლი - PHOTO

რატომ უნდა გვყავდეს ძაღლი
რატომ უნდა გვყავდეს ძაღლი - PHOTO


იმისათვის, რომ ადამიანებს მოსწონდეთ თქვენ ქარიზმატულები, განათლებულები და მოწესრიგებულები უნდა იყოთ. უნდა გქონდეთ კარგი იუმორის გრძნობა და უბრალოდ, უნდა გყავდეთ ძაღლი. 2000 წელის ივნისში მკვლევარებმა მაკნიკოლასმა და გლინ კოლისებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ერთ ქალბატონს სთხოვეს, რომ ქუჩაში 5 დღის მანძილზე ძაღლთან ერთად ესეირნა, ხოლო შემდეგი ხუთი დღის მანძილზე კი ძაღლის გარეშე. შედეგების მიხედვით ქალს პირველი ხუთი დღის მანძილზე ქუჩაში თითქმის ოთხჯერ მეტი ადამიანი დაეკონტაქტა. ათივე დღის განმავლობაში ქალი ზუსტად ერთნაირად გამოიყურებოდა. შედეგების სხვაობა ძაღლის გარეშე ყოფნამ გამოიწვია. 


უფრო დისციპლინირებული გახდებით



ძაღლთან ერთად ცხოვრება ყველაფრის სწორად გაკეთებას გასწავლით, რადგან მათი ბიოლოგიური საათი ინსტიქტურად, ჩვენი ჩარევის გარეშე მუშაობს. ინისი ერთსა და იმავე დროს იძინებენ და იღვიძებენ. ხოლო თუ მათთან ერთად გასეირნება დაგავიწყდათ უსიამოვნო სიურპრიზს თავს ვერ აარიდებთ. 

უფრო ლოიალურები გახდებით



ცხოველების პატრონები არა მხოლოდ კეთილებად და გახსნილებად, არამედ უფრო სანდო ადამიანებადაც გვეჩვენებიან. ჟურნალ Evolutionary Psychology-ში გამოქვეყნებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები ძაღლთან ერთად ბევრად უფრო სანდოდ გამოიყურებიან. კვლევაში ჩართეს 4 მამაკაციც, აქედან 2 სერიოზულ ურთიერთობაში მყოფი ხოლო 2 მექალთანე იყო. ფოტოები ერთ ერთგულსა და ერთ მარტოხელა მამაკაცს ძაღლებთან ერთად ხოლო დანარჩენ ორს მათ გარეშე გადაუღეს. შემდეგ ფოტოები ასობით გოგონას აჩვენეს და ყველა მათგანისთვის უფრო სანდოდ და მომხიბვლელად ის მამაკაცები გამოიყურებოდნენ, რომლებსაც ფოტოები ძაღლებთან ერთად ჰქონდათ გადაღებული. 


გახდებით უფრო მზრუნველები 



ძაღლის ყოლა ბავშვის ყოლისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია. თქვენ მათი მოვლა ბავშვებზე ნაკლებად როდი მოგიწევთ, ხოლო ცოტა ხანში მათზე ისევე ინერვიულებთ, როგორც საკუთარ შვილებზე. ეს სრულებითაც არ არის გასაკვირი, რადგამ მათზე პასუხისმგებლობას ერთნაირად ვიღებთ. 

გოგონებს უფრო ადვილად გაიცნობთ 



როგორც წესი საპირისპირო სქესთან სასაუბროდ მიზეზების პოვნა რთულია მაგრამ თუ პარკში ძაღლთან ერთად გაისეირნებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრიც წყალობით ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებთ. მეტიც! გოგონები თქვენთან მოსვლას საკუთარი ნებით დაიწყებენ. მართალია ისინი არა თქვენი, არამედ თქვენი ძაღლის სანახავად მოვლენ, მაგრამ ამაზე არ უნდა იდარდოთ, რადგან დიალოგის წამოსაწყებად საუკეთესო შანსი გეძლევათ. ამ სიტუაციაში თქვენ არ იქნებით არასანდო და უხერხულ სიტუაციაში რადგან გოგონა თქვენთან თავად მოვა. 


თქვენი ხასიათი გაუმჯობესდება



დიდი ხნის დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ ძაღლები ჩვენს პერსონალურ ჯანმრთელობასა და აურაძე ძალიან დადებითად მოქმედებენ. მედდა ქეით კოულმა აქცია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც გულისა და ფილტვის მძიმე დაავადებებით დაავადებულ ადამიანებთან მნახველებად ძაღლები მოჰყავდათ. ექიმებმა შეამჩნიეს, რომ პაციენტების ცხოველებთან კომუნიკაციის დაწყებიდან რამდენიმე ხანში მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფილტვებში წნევა დარეგულირდა და სისხლში ზიანის მიმყენებელი ჰორმონების დონემ დაწევა დაიწყო. დღეს ძალიან ბევრი სავადმყოფოს რეაბილიტაციურ განყოფილებაში ძაღლების ჩართულობა კარგად ნაცადი პრაქტიკაა. 

თქვენი ცხოვრების სტილი უფრო აქტიური გახდება

როცა ძაღლი გეყოლებათ, გარეთ გასეირნება დღესი მინიმუმ ორი-სამჯერ მოგიწევთ. ასევე თუ არჩევანს პატარა ჯიშის ძაღლზე გააკეთებთ, ეს პროცესი ბევრად უფრო ადვილი და სასიამოვნო გახდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ზარმაცი ხართ (ზამთარშიც კი) ამის გაკეთება აუცილებლად მოგიწევთ. 2006 წელს კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლის პატრონები კვირაში 300 წუთს ქუჩაში სეირნობასი ატარებენ.

გახდებით ნაკლებად ნერვიული



ბუფალოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კერენ ვალკერმა მთელი რიგი ტესტები ჩაატარა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ძაღლები ადამიანის ცხოვრებაში სტრესის შემცირებას უწყობენ ხელს. მან მოხალისეები არტერიული წნევის დამკვირვებლებს დააკავშირა, მათ შემთხვევითი ოთხნიშნა რიცხვი მისცა და ისინი აიძულა სწრაფად ჩამოსულიყვნენ სამნიშნაზე. დავალება არც ისე მარტივი იყო: ხალხი შეცდა და ამაზე ნერვიულობა დაიწყეს. ხოლო, იმ ადამიანებს, რომლებსაც გვერდით ჰძაღლი ყავდათ ბევრად უფრო ნაკლები ნერვიულობის დონე აჩვენეს.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system