თავში

რატომ ვჭამთ, როცა არ გვშია

რატომ ვჭამთ, როცა არ გვშია
რატომ ვჭამთ, როცა არ გვშია

ემოციური კვება საკმაოდ რთული და კომპლექსური თემაა და ამ თემაზე რჩევების გაცემა კონკრეტული სფეროს პროფესიონალების საქმეა. მაგრამ არსებობს ზოგადი მონახაზი, რაც დაგვეხმარება გავმიჯნოთ ემოციური კვება და შიმშილის გრძნობა და საწყის ეტაპზევე აღმოვფხვრათ თუ პრობლემას შევხვდით.

სანამ საყვარელ ტორტის ნაჭერს მიირთმევ, დაფიქრდი, ეს რომ არც ისე საყვარელი კერძი ან დესერტი ყოფილიყო თუ მოგინდებოდა. თუ კი, ესეიგი მართლა გშია, თუ არა, მაშინ მოიცადე და რომ მოგშივდება მაშინ მიირთვი. ურჩია ჩემს მეგობარს შესაბამისი სფეროს სპეციალისტმა. მომეწონა, ვერ გეტყვით რომ სულ მივსდევ ამ წესს, მაგრამ ძირითადად ვცდილობ დავფიქრდე, მშვენიერი ხერხია.

მთავარი ხომ ჩვენი აზრები და განწყობაა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება რას ფიქრობ და რას გრძნობ, რომ მიხვდე რა გინდა. კვებაშიც შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება - კვების დღიურის ფორმით. უნდა დავწეროთ რით ვიკვებებით, როდის, რამდენად გვშიოდა, სანამ გადავწყვეტდით გვეკვება და რას ვგრძნობდით პროცესში. საინტერესოა, ჩამოწერა არასდროს მიცდია, თუმცა ვცდილობ კვება არ გამოვტოვო და როცა ნორმალურად მშია მაშინ მივირთვა, ასე უფრო ადვილია რაოდენობის კონტროლი, ვიდრე დამშეულზე.

დავუბრუნდები ემოციურ კვებას. არის გარკვეული მეთოდები, რაც დაგვეხმარება შევწყვიტოთ ემოციური კვება, ვებრძოლოთ უმიზნო სუსნაობას, გამოვავლინოთ რა გვიბიძგებს არასასურველი ულუფების მირთმევისკენ და ვიპოვოთ ჩვენი გრძნობების დაკმაყოფილების სხვა, უფრო ჯანსაღი გზა.

მოწყენილობა, ბრაზი, დარდი - მათ კვებით ვერავინ დაამარცხებს, მხოლოდ დროებით გადაწევა შეიძლება. ჩაიცვით და გარეთ გადით. საუკეთესო გამოსავალია. მხოლოდ სტუმრად და მეგობრებთან არა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გადით. რამდენიმე კილომეტრი კი კალორიების დაწვაშიც დაგვეხმარება და სახლში მობრუნებულს შეგვიძლია გემრიელი თბილი სასმელი მივირთვათ. ემოციური კვება შეიძლება დადებით ემოციაზეც იყოს დაფუძნებული - ასე ვთქვათ საკუთარი თავის დაჯილდოვება, გარკვეული ქმედებსთვის.

წაიხემსეთ ჯანსაღად - ჯანსაღი ხემსი არასდროსაა ისეთ გემრიელი და ამიტომ რაოდენობასაც ვერ გადავაჭარბებთ, არ მოგვინდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს , საყვარელ დესერტზე უარის თქმას, მთავარია მხოლოდ მაშინ მივირთვათ, როცა მართლა გვინდა ეს დესერტი და არა მოწყენილობის, სტრესის ან გაღიზიანების დროს.

ისევ ჰორმონები ! აუცილებელია დასვენება. თუ სათანადოდ არ ვისვენებთ ჩვენს ორგანიზმში ჰორმონ გრელინის დონე, რომელიც შიმშილის შეგრძნებას იწვევს, მაღლა ადის, ხოლო ლეპტინისა, რომელიც შიმშილის გრძნობას აქვეითებს, დაბლა ჩამოდის. ეს ორი ჰორმონი აკონტროლებს ჩვენი შიმშილის შეგრძნებას. შედეგად კი ვგრძნობთ შიმშლს მაშინაც კი, როცა არ გვშია.

პირველი და უმთავრესი კი რითიც შეგვიძლია ბრძოლა დავიწყოთ არის ის, რომ განვასხვავოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილი. ყურადღებით ჩაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი მაგალითები და აუცილებლად იპოვით პასუხს თქვენს კითხვებზე.

ემოციური შიმშილი ფიზიკური შიმშილი
უცებ დგება ნელ-ნელა იმატებს
ითხოვს მყისიერ დაკმაყოფილებას შესაძლებელია მოთმენა
მხოლოდ საყვარელი კერძის სურვილი არ არის საყვარელი კერძის აუცილებლობა
არ ნელდება და ჩერდება კვების პროცესში კვების პროცესი სრულდება
შედეგად აჩენს დანაშაულის, უძლურების და სირცხვილის გრძნობას შედეგად მხოლოდ გამოკვებილი ორგანიზმია, თავს ცუდად არ გაგრძნობინებთ

პერიოდულად უმიზეზოდ კვება და სუსნაობა არ არის ცუდი და საშიში რამ, მაგრამ როცა აღნიშნული ჩვენი ემოციების თანმდევი მექანიზმია და პირველი იმპულსი, ბრაზის, მოწყენის, სტრესის ან თუნდაც სიხარულისას, მაცივრის გამოღებაა, ნიშნავს, რომ არაჯანმრთელ ციკლში ვართ ჩაბმული, იქ სადაც ძირითადი გრძნობა ან პრობლემა არასოდესაა სააშკარაოზე გამოტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system