თავში

"რეგენერონი" COVID-19-სგან 8 თვე იცავს

"რეგენერონი" COVID-19-სგან 8 თვე იცავს
რეგენერონი COVID-19-სგან 8 თვე იცავს

რეგენერონის ანტისხეულების კოქტეილი კორონავირუსით დაინფიცირებისგან 82%-ით, რვა თვის განმავლობაში იცავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატი ლაბორატორიაში მიღებული ორი ტიპის ანტისხეულების ნარევია, რომელიც ინტრავენურად შეჰყავთ და ორგანიზმს ვირუსის განეიტრალებაში ეხმარება.

ის მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც მონოკლონური ანტისხეულები ეწოდება. ინფექციებთან საბრძოლველად ისინი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ბუნებრივ ანტისხეულებს ბაძავს.

ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებილია იმ ინფიცირებულებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან და ასევე მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ბუნებრივი ანტისხეულები არ აქვთ.

ის ასევე ნებადართულია, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებული ან მიეკუთვნებიან იმუნოკომპრომეტირებული პირების რიცხვს, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის სექტემბერში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გარკვეული კატეგორიისთვის "რეგენერონის“ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის რეკომენდაცია გასცა.

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენება დაამტკიცა. პრეპარატი კომპანიამ Roche და Regeneron-მა შექმნეს

მიმდინარე წლის ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი 70%-ით შემცირდა. თავად დაავადების სიმპტომების მიმდინარეობა კი 4 დღემდე ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system