თავში

რობოტები ოფლის გამოდენას სწავლობენ

რობოტები ოფლის გამოდენას სწავლობენ
რობოტები ოფლის გამოდენას სწავლობენ

ადამიანის ერთ-ერთი საოცარი თვისებაა ოფლის გამოდენაა, რაც გადახურებისგან იცავს სხეულს. ეს მალე რობოტებსაც შეეძლებათ.

"შესაძლოა ჩვენ ყველაზე სწრაფი ცხოველები არ ვართ, მაგრამ უძველესი ადამიანები ნამდვილად კარგი მონადირეები იყვნენ, რადგან საოფლე ჯირკვლების წყალობით, მათ შეეძლოთ დიდხანს ედევნათ მსხვერპლი," აცხადებს მეცნიერი თიჯეი უოლინი, რომელიც მუშაობს ისეთი რობოტის გამოგონებაზე, რომელსაც ანალოგიური თვისება ექნება. 

აღნიშნული თვისების შეძენა, რობოტებს დაეხმარებათ დიდხნიანი სამუშაო პროცესის დროს არ გადახურდნენ და მათი ეფექტურობა არ შემცირდეს. 

რობოტი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, შესაძლოა სულაც არ მოგეჩვენოთ ტექნოლოგიურ გარღვევად, რადგან გაგრილების ეფექტური სისტემები ისედაც არსებობს, მაგრამ ეს ტექნოლოგია რბილი ქსოვილის მქონე რობოტებისთვის ნამდვილად არის მიღწევა. საოფლე ჯირკვლების შეძენა, რობოტს უფრო დამოუკიდებელს და თვითკმარს გახდის.

შესაძლოა, ეს ამბავი მნიშვნელოვნად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დავაკვირდებით რა ტემპით ვითარდება ტექნოლოგიები, ნუ გამორიცხავთ რომ, მომავალში რობოტის ადამიანისგან განსხვავება გაგიჭირდეთ. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო გვაახლოებს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს და მომავალში გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

წყარო: Theverge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system