თავში

რობოტების სასტუმრო კოსმოსში

რობოტების სასტუმრო კოსმოსში
რობოტების სასტუმრო კოსმოსში

NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რობოტების შესანახად სპეციალურ განყოფილებას (ბლოკს) , "რობოტების სასტუმროს" ააშენებს.

უკვე ცნობილია სასტუმროს პირველი სტუმრებიც. რობოტების სასტუმროს პირველი ბინადრები რობოტები Robotic External Leak Locator- და RELL-ი იქნებიან.

ცნობისთვის, ამ რობოტების დანიშნულება კოსმოსური სადგურის გაგრილების სისტემაში ამიაკის გაჟონვის აღმოჩენაა.

ე.წ. სასტუმროში მათი განთავსება კი გაჟონვის ძიების პროცესს დააჩქარებს. სპეციალური ბლოკი სადგურზე 4 დეკემბერს SpaceX-ით გაიგზავნება. 

მომავალში NASA რობოტი-ლოკატორებ RELL-ის გამოყენებას მთვარეზეც აპირებს. გეგმას უკვე განიხილავს მერიკის საჰაერო კოსმოსური სააგენტოს საბჭო.

რობოტების სასტუმრო კოსმოსურ სადგურს გარედან მიემაგრება. აქ განთავსდება იშვიათად გამოყენებადი, მაგრამ საჭირო ნივთები. "ნასაში" განმარტავენ, რომ ამით კოსმოსურ სადგურზე ადგილი დაიზოგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system