თავში

რობოტმა სოფიამ უნიკალური ნახატები შექმნა

რობოტმა სოფიამ უნიკალური ნახატები შექმნა

ცნობილმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ ამჯერად მხატვრობას მიჰყო ხელი და ამ კვირაში მისი ნამუშევრების პირველი აუქციონიც გაიმართება. 

სოფიამ ნახატები 31 წლის იტალიელ არტისტ ანდრეა ბონასეტოსთან კოლაბორაციით შექმნა. რობოტმა თავის ხელოვნებაში გააერთიანა ბონასეტოს სტილი, მხატვრობის ისტორია და საკუთარი იდეები. 

”ჩვენ ვიყენებთ გადამცემ ქსელებს, გენეტიკურ ალგორითმებს ჩემს ხელოვნებაში და სხვა სახის კომპიუტერულ კრეატიულობას. ჩემი ალგორითმი ქმნის უნიკალურ ნიმუშებს, ისეთებს, როგორსაც ამ დრომდე სამყაროში არ უარსებია. ასე რომ, ვფიქრობ, მანქანებს შეუძლიათ შემოქმედებითები იყვნენ, ” - განაცხადა სოფიამ.

სოფია იმედოვნებს, რომ ადამიანებს მისი ნახატები მოეწონებათ. ასევე მოხარული იქნება, თუ მასთან მომავალშიც ითანამშრომლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system