თავში

როდის უნდა დავლიოთ ყავა? - სპეციალისტები გვირჩევენ     

როდის უნდა დავლიოთ ყავა? - სპეციალისტები გვირჩევენ     
როდის უნდა დავლიოთ ყავა? - სპეციალისტები გვირჩევენ     

როდის უნდა დავლიოთ ყავა? - სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის მიღებას ღამის საათებში მოვერიდოთ. ყავაში კოფეინის მაღალი კონცენტრაციაა, რაც შეიძლება უძილობის მიზეზი გახდეს.

ყავა მდიდარია არაერთი ვიტამინითა და მინერალით, მაგალითად, მის შემადგენლობაშია:

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი); ვიტამინი B5 (პანთოტენის მჟავა); ვიტამინი B1 (თიამინი); ფოლატი;

ფოსფორი; მანგანუმი; კალიუმი; მაგნიუმი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ყავა ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, გუნება–განწყობილებას; გამოირჩევა ანტისტრესული და ანტიდეპრესიული ეფექტით; ხელს უწყობს წონის კლებას;

თუმცა მიუხედავად ყავის დადებითი თვისებებისა, მისი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა; გაღიზიანებადობა; პერისტალტიკის გაძლიერება; კუნთოვანი მასის დაშლა; ყავაზე დამოკიდებულება; მაღალი არტერიული წნევა; გახშირებული გულისცემა; ხშირი შარდვა; ოსტეოპოროზი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system