თავში

როდის ვიხილავთ COVID-19-ის ვაქცინას აბის სახით?

როდის ვიხილავთ COVID-19-ის ვაქცინას აბის სახით?
როდის ვიხილავთ COVID-19-ის ვაქცინას აბის სახით?

ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ინექციის სახით შეჰყავთ, თუმცა, სამომავლოდ უნდა ველოდოთ ინექციის და აბის სახით გამოშვებულ ვაქცინებსაც.

COVID-19-ის ვაქცინას განსხვავებული სახით განვითარებაზე უკვე მუშაობს ფარმაცევტული კომპანია Iconovo. მედიკამენტის შემუშავება შვედეთში მიმდინარეობს.  Iconovo ვაქცინის შესაქმნელად სტოკჰოლმში დაფუძნებული იმუნოლოგიის ცენტრ ISR0-სთან თანამშრომლობდა.

ქიმიკოსმა ინიემო ანდერსონმა შეიმუშავა პატა ზომის ინჰალატორი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიცავს. მისი გუნდი იმედოვნებს, რომ ეს პაწაწინა პროდუქტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯერჯერობით პრეპარატი მხოლოდ  თაგვებზეა გამოცდილი, მაგრამ ISR და Iconovo ორ თვეში ადამიანებზე ტესტრებას დაიწყებენ.

Pfizer, Moderna და Astra Zeneca ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც დაფუძნებულია  რნმ და დნმ-ზე, ისინი იყენებენ ხელოვნურად შექმნილ კორონავირუსის ცილებს. ფხვნილს შეუძლია პლუს 40 გრადუს ტემპერატურას გაუძლოს.

ეს სრულიად ეწინააღმდეგება ჯანმო-ს მიერ დამტკიცებულ თხევად ვაქცინებს, რომლებიც სპეციალურ შენახვის პირობებს საჭიროებს. მაგალითად, Pfizer უნდა ინახებოდეს სპეციალურ ჭურჭელში -70 ° C ტემპერატურაზე.

ამასთან, კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელ ალბერტ ბურლას განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება აბი, რომლითაც COVID-19-ის მკურნალობა სახლის პირობებში, სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგვეძლება.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი იქვე განმარტავს, რომ კომპანია ორ ანტივირუსულ პრეპარატს ტესტავს. ერთი მათგანი შიდავენური ინიექციის სახით მიიღება, მეორე კი ორალურად – აბების სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system