თავში

როგორ ამოვიცნოთ ფლურონა - გრიპითა და კოვიდით ერთდროულად ინფიცირება

როგორ ამოვიცნოთ ფლურონა - გრიპითა და კოვიდით ერთდროულად ინფიცირება
როგორ ამოვიცნოთ ფლურონა - გრიპითა და კოვიდით ერთდროულად ინფიცირება

ფლურონა ეს არის გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირება, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ The Washington Post წერს.

დაავადება პირველად ისრაელში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ფლურონა უკვე გამოვლენილია შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ფილიპინებში, ესპანეთში, ხორვატიასა და უნგრეთში.

დაავადების პირველი ნიშნები და  სიმპტომებია:

- ტემპერატურის მატება;

- დაღლილობა და უენერგიობა;

- ხველა და ხშირი ცემინება;

- ტკივილი სხეულის სხვადასხვა მიდამოში;

- სტენოკარდია;

- ქოშინი;

- თავის ტკივილი;

- გულისრევა, ღებინება და დიარეაც კი;

- გამონაყარი სხეულზე (ძირითადად ბავშვებში).

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ დაავადებისგან თავის დასაცავად ყველაზე კარგი საშუალება კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system