თავში

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება COVID-19-ის დროს

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება COVID-19-ის დროს
როგორ დავიბრუნოთ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება COVID-19-ის დროს

უახლესი კვლევების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა 88%-მდე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას კარგავს. მათ შორის, ინფიცირებულთა 10%-ს შეგრძნებები კორონავირუსის სხვა სიმპტომების გამოვლენამდე უქვეითდება. უმეტეს ნაწილს (80%), ყნოსვა და გემო, თავისთავად, დროთა განმავლობაში უბრუნდება.

COVID-19-ით დაავადებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ყნოსვის შეგრძნება სიმპტომების გამოვლენიდან ერთ კვირაში უბრუნდება, პაციენტების ერთ მესამედს - ორ კვირაში, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 2-4 კვირის განმავლობაში.

Hospital Clínic de Barcelona-ს ოტორინოლარინგოლოგის დოქტორი ისამ ალობიდის განცხადებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს რაიმე მედიკამენტური საშუალება, რომელიც კორონავირუსის დროს პაციენტებს ყნოსვისა და გემოს შეგრძნების აღდგენაში დაეხმარება. მეცნიერის განცხადებით, შეგრძნებების აღდგენის ერთადერთი საშუალება ყნოსვითი ვარჯიშებია.

ვარჯიშის გაკეთება შესაძლებელია მძაფრი სურნელის მქონე პროდუქტების დახმარებით, მაგალითისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნა, ნიორი, ყავა და ა.შ. ყნოსვის რეცეპტორების გასააქტიურებლად აუცილებელია ყოველდღიურად 4-5 ძლიერი შესუნთქვა 10 წამის განმავლობაში. ყნოსვითი ვარჯიში უნდა გაკეთდეს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) მანამ, სანამ პაციენტს შეგრძნებები არ დაუბრუნდება. ხოლო, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ყნოსვისა და გემოს შეგრძნება არ დაბრუნებიათ, რეკომენდირებულია ვარჯიშების სამი თვის განმავლობაში გაგრძელება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system