თავში

როგორ გადააქციეს ანიმაციურ ფილმში მდებარე სახლი რეალურად?!

როგორ გადააქციეს ანიმაციურ ფილმში მდებარე სახლი რეალურად?!
როგორ გადააქციეს ანიმაციურ ფილმში მდებარე სახლი რეალურად?!

"My Neighbor Totoro", ეს არის ჰაიაო მიაძაკის ანიმაციური ფილმი, რომელიც 1988 წელს გამოვიდა, მიუხედავად იმისა რომ, ფილმის გამოშვებიდან დიდი დრო გავიდა, აქტუალობას არ კარგავს და მაინც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. 

ფილმი მოგვითხრობს ორი დის, საცუკისა და მეის შესახებ, რომლებიც მამასთან ერთად, სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად. სახლი, სადაც ორი გოგონა ცხოვრობს, ტყის პირას მდებარეობს, ამ ტყეში ისინი გაიცნობენ ჯადოსნურ არსებას,  სახელად ტოტორას, რომელსაც ძალიან დაუმეგობრდებიან. 

ნაგაკუტეში, ამ ანიმაციური ფილმის შთაგონებით აშენდა, თითქმის იდენტური სახლი 2005 წელს. ფილმია თუ რეალობა ვერ გაარჩევთ, რადგან ყველა დეტალი, ყველა ავეჯი, ზუსტად ისეთივეა, როგორიც ფილმშია. ვიზიტორებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ესტუმრონ ამ სახლს და საკუთარი ხელებით შეეხონ თითოეულ დეტალს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system