თავში

როგორ გამოიყურება მილიარდერების სამუშაო მაგიდები - PHOTO

როგორ გამოიყურება მილიარდერების სამუშაო მაგიდები
როგორ გამოიყურება მილიარდერების სამუშაო მაგიდები  - PHOTO
© Alamy

ალბათ ყველას გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების მაგიდა და რას ამბობს მათი სამუშაო სივრცე მათზე. 

ბრიტანული გამოცემა The Telegraph ბილ გეითსის, კიმ კარდაშიანის, მარკ ცუკერბერგისა და სხვა მილიარდერების  სამუშაო სივრცის ფოტოებს გვიზიარებს.

ბილ გეითსის ოფისი კორპორაციული დიზაინის ნათელი მაგალითია. ფართო, მუქი ხის სამუშაო მაგიდა; ტყავის სავარძელი; მისი შესაფერისი ყავისფერი ტყავის სამაგიდო აქსესუარები. თუმცა, თაროები მის კრეატიულობაზე მეტყველებს. 

კიმ კარდაშიანის სამუშაო მაგიდა, რომელსაც ძირითადად საკუთარი ბრენდის KKW-ის იყენებს, ძირითადად სადა, კრემისფერ ფერებშია გაწყობილი. აქსესუარები მინიმუმამდეა დაყვანილი: მარმარილოს კალამი, სადა სანათი, ბლოკნოტი და რაც ყველაზე უცნაურია, დიდი ფორმის კრისტალი - აურის გასაწმენდად.

YouTube

მარკ ცუკერბერგს Facebook-ის დანარჩენი თანამშრომლების მსგავსად პირადი ოფისი არ აქვს. მისი სამუშაო მაგიდა რიგითი თანამშრომლის სამუშაო სივრცე გეგონებათ. 

Getty Images

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system